სკოულზმა ტენ ჰაგი გააკრიტიკა: ფერგიუსონი ამას არასდროს იზამდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა პოლ სკოულზმა BT Sports-ის ეთერში გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი კრიშტიანო რონალდოსადმი მოპყრობაში გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ნიდერლანდელის მსგავსად სერ ალექს ფერგიუსონი არასდროს მოიქცეოდა.

"მწვრთნელს გამოცდილება ხომ უნდა ჰქონდეს? თუ აქვს, უნდა გამოავლინოს. როცა მატჩის ბოლოა, კომფორტული სხვაობით იგებ, სათადარიგოთა სკამს გადახედავ და რონალდოს ეუბნები, შეცვლაზე შედი და 2 წუთი ითამაშეო, ეს პორტუგალიელის უპატივცემულობაა.

ბევრი ამბობს, რომ მსგავს სიტუაციაში სერ ალექსი წყობიდან გამოვიდოდა, მაგრამ არ ვფიქრობ, ფერგიუსონს ასეთ რამეს ოდესმე გაეკეთებინა. თამაშის დასრულებამდე 2 წუთით
ადრე მოედანზე ახალგაზრდა ფეხბურთელი უნდა შეუშვა, დებიუტი ჰქონდეს, ცოტა გაირბინოს.

ცხადია, რონალდოს არასწორად მოიქცა, თუმცა მისი კარგად მესმის. ასეთი შემთხვევა ჩემს კარიერაშიც იყო, როცა "ლივერპულს" ვეთამაშებოდით, ლიგის თასზე კი "არსენალს" უნდა შევხვედროდით. მაშინ მერსისაიდელებთან სამატჩო განაცხადს მიღმა დავრჩი. ვნანობ იმდროინდელ ჩემს საქციელს, კარიერაში ამ მომენტის გახსენება ყველაზე ნაკლებად მინდა ხოლმე," - განაცხადა სკოულზმა.

მოგეხსენებათ, კრიშტიანო რონალდომ ტოტენჰემთან მატჩის ბოლოს მოედანზე შესვლა არ ისურვა და სათადარიგოთა სკამი დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული