"მეგობარო, ბევრს ლაპარაკობ, მოგვიანებით გნახავ" - ფერდინანდი რონალდოსა და ნევილის ამბავს ეხმაურება

AutoSharing Option
"მანჩეტსერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა საკუთარ YouTube არხზე კრიშტიანო რონალდოს საქციელზე ისაუბრა.

როგორც იცით, "წითელი ეშმაკების" ასევე ყოფილმა მოთამაშე გარი ნევილმა პორტუგალიელი "ტოტენჰემთან" ჩადენილი საქციელის გამო გააკრიტიკა, "ვესტ ჰემთან" მატჩამდე კი კრიშტიანომ ნევილს ყურადღება არ მიაქცია და გვერდი აუარა.

"თუ ნევილი რონალდოს დაურეკავს, არა მგონია, კრიშტიანომ მას უპასუხოს. ვიცნობ პორტუგალიელს - შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უკვე ყველაფერი დასრულდა.

შენ შესაძლოა თქვა რისი თქმაც გსურს, მაგრამ ასევე დაიჯერო, რისი დაჯერებაც გინდა.

ვფიქრობ, რონალდოსა და ნევილის სცენარი შესაძლოა, სულ სხვანაირად განვითარებულიყო. მე
რომ მის ადგილზე ვყოფილიყავი, გარისთან მივიდოდი და ვეტყოდი, "მეგობარო, ბევრს ლაპარაკობ, მოგვიანებით გნახავ", - ამბობს ნევილი.

altრონალდო არ ჩერდება - როგორ გადაუხადა კარაგერის შემდეგ სამაგიერო კრიშტიანომ გარი ნევილს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული