ზახარიანი ინგლისში სომხეთის პასპორტით უნდა გააპარონ

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" ნახევარმცველის, არსენ ზახარიანის ზაფხულში "ჩელსიში" ტრანსფერი იმის გამო ჩაიშალა, რომ რუსეთის ნაკრების წევრია. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისში გადაბარგების მიზნით ის სომხეთის მოქალაქეობას მიიღებდა და გამონაკლისის სახით უეფა საფეხბურთო მოქალაქეობის გამოცვლის უფლებასაც მისცემდა. ახლა კი Sports.ru-ს ჟურნალისტი კირილ ბელსკი იტყობინება, რომ ზახარიანი ლონდონურ გუნდში მალე გადავა.

დეკემბერში ზახარიანი ერევანში ჩაფრინდება და სომხეთის მოქალაქის პასპორტს მიიღებს, რაც დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზის მიღებას ძალიან გაუადვილებს. ზაფხულში პრობლემა ფულის ინგლისიდან რუსეთში გადარიცხვა გახდა, ახლა კი თანხა სომხეთის ერთ-ერთი ბანკის ანგარიშზე დაჯდება.

თან არსენი საფეხბურთო მოქალაქეობას არ შეიცვლის - ის რუსეთის ნაკრების ფეხბურთელად დარჩება. ეს "ჩელსისთვისაც" პლუსია, რადგან რუსეთის ეროვნული გუნდი კიდევ რამდენიმე წელი ვერ ითამაშებს საერთაშორისო ტურნირებზე და ზახარიანი მხოლოდ კლუბში იქნება დაკავებული.

ამ სეზონში მან 19 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სომხური რადიოს ანეკდოტები
ქ. გ.
18 ნოემბერი 2022 10:06
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული