კევინ დე ბრუინმა ფილ ფოდენის პოტენციალზე ისაუბრა:
"ის ჯერ კიდევ ისეთი ახალგაზრდაა, რომელსაც ფეხბურთი უყვარს. თუ ბურთს ხედავს, ავტომატურად მისი მიმართულებით მირბის. სხვა ფეხბურთელები მისგან განსხავდებიან. ფოდენის მსგავს ნიჭიერ სპორტსმენთან ერთად აქამდე არ მითამაშია, უმაღლეს მწვერვალზე ასვლა შეუძლია.
22 წლის ასაკში პრემიერლიგა 4-ჯერ მოიგო. ყველაფერს კარგად აკეთებს, ჭკვიანი ბიჭია. როდესაც გუნდი სხვადასხვა ტაქტიკით თამაშობს, სწორედ მაშინ გჭირდება კარგი ინდივიდუალისტი და ფილი ერთ-ერთი მათგანია. ვფიქრობ, ამ ფეხბურთელს შეუძლია მიაღწიოს იმას, რასაც მოისურვებს.
მისი საფეხბურთო ზღვარი მაღალია, ამ ასაკში უკვე დიდი წარმატებები
გაიარა, თამაშობს გუნდში, რომელიც გამარჯვებისთვის გამოდის. ასეთი ხარისხის პერფორმანსი მომდევნო 15 წლის განმავლობაში შეეძლება" - განაცხადა დე ბრუინმა.
შეგახსენებთ, ფოდენმა "ქალაქელების" შემადგენლობაში ამ სეზონში 21 შეხვედრა ჩაატარა (ყველა ტურნირზე), თავი კი 8 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით