ენტონის ბრწყინვალე გოლი - "იუნაიტედი" EFL თასის ნახევარფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
EFL თასის მეოთხედფინალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჩარლტონ ატლეტიკს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

ანგარიში 21-ე წუთზე ენტონიმ გახსნა. ბრაზილიელმა გარემარბმა საჯარიმოს გარედან მშვენიერი გოლი გაიტანა, 90-ე და 90+4 წუთებზე კი თავისი გოლები მარკუს რაშფორდმა გაიტანა.

ამრიგად, "წითელი ეშმაკები" ნახევარფინალში გავიდა, სადაც "ნოტინგემ ფორესტსა" და "ვულვზს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ნახევარფინალში გავიდა "ნიუკასლიც", რომელმაც "ლესტერი" დენ ბურნისა (60) და ჟოელინგტონის (72) გოლებით 2:0 დაამარცხა.

მეოთხე ნახევარფინალისტი გუნდი კი "საუთჰემპტონსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის გაირკვევა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული