მოიესი შესაძლოა, "ევერტონთან" მატჩის შემდეგ მოხსნან და სწორედ ლივერპულური გუნდი ჩააბარონ

AutoSharing Option
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, თუ 21 იანვარს "ვესტ ჰემი" "ევერტონთან" დამარცხდება, გუნდის მთავარ მწვრთნელ დევიდ მოიესს გადააყენებენ.

"ჩაქუჩებს" ძალიან ცუდი სეზონი აქვს და გასავარდნ ზონაშია, რის გამოც შოტლანდიელი სპეციალისტის სკამი შერყეულია.

საინტერესოა, რომ "ევერტონთან" წაგებამ შესაძლოა მოიესი სწორედ ლივერპულური გუნდის ჩაბარების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად აქციოს.

"კანფეტების" ამჟამინდელი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის პოზიციები მედგარი აღარაა და მასაც დათხოვნას უპირებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული