ინგლისში EFL თასის მეორე ნახევარფინალის პირველი შეხვედრა გაიმართა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად "ნოტინგემ ფორესტი" მარტივად, 3:0 დაამარცხა.
"წითელი ეშმაკების" მხრიდან გოლები მარკუს რაშფორდმა (6), ვოუტ ვეგოსტმა (45) და ბრუნო ფერნანდეშმა (89) გაიტანეს. მასპინძელთა მხრიდან სამ სარიჯმა 24-ე წუთზე დე ხეას კარი დალაშქრა, თუმცა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
ამრიგად, "იუნაიტედმა" ფინალში გასასვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. განმეორებითი მატჩი 2 თებერვალს გაიმართება.
რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებას, "ნიუკასლმა" "საუთჰემპტონი" სტუმრად 1:0 დაამარცხა, საკუთარ კედლებში კი 1-ელ თებერვალს მიიღებს.