"შახტარის" 22 წლის ნახევარმცველი ტეტე, რომელიც ბოლოს "ლიონში" თამაშობდა, "ლესტერში" გადავიდა.
ტეტემ "ლესტერთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. ის ამ გუნდის პირველი ბრაზილიელი ლეგიონერი იქნება.
ტეტემ დონეცკურ კლუბთან ხელშეკრულება შეაჩერა, ამ სეზონში კი საფრანგეთის ლიგა 1-ის 17 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.