პრემიერლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი - ენცო ფერნანდესი "ჩელსის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
არგენტინელი ნახევარმცველი ენცო ფერნანდესი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს. ლონდონურმა კლუბმა 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "ბენფიკას" 121 მილიონი ევრო გადაუხადა და პრემიერლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდა. იქამდე ამ სტატუსს ჯეკ გრილიში ირგებდა, რომელიც "ასტონ ვილადან" "მანჩესტერ სიტის" გასულ ზაფხულს 105 მილიონ ევროდ შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ ენცომ "არისტოკრატებთან" 8.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა მიმდინარე სეზონში "ბენფიკას" მაისურით თავი 17 მატჩში 1 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.

altენცოზე ვაჭრობა დაიწყო - "ლივერპულის" 100-მილიონიან წინადადებაზე "ბენფიკას" ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა

მკითხველის კომენტარები / 7 /
მთლად გაგიჟდნენ თუ რაშია საქმე?! პორტუგალიის ჩემპიონატში (ძლიერია, მაგრამ ტოპ 5 ში არ შედის) 17 მატში მხოლოდ 1 !!!! გოლო და 5 !!!! საგოლე გადაცემა გააკეთა, 22 წლისაა (ხვიჩაზე უფროსია) და ამაში იხდიან 121 მილიონს?!
ხვიჩა რა ღირს მაშინ?
Irakli
11:29 01-02-2023
2
ნამეტანი საეჭვო ტრანსფერია.რა ენცო ფერნანდესი 120 მილიონი,რა სიგიჟეა.დიდი ალბათობით ფულის გათეთრების თემაა.
Master
11:57 01-02-2023
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული