"მანჩესტერ სიტის" ქულების ჩამოკლება ან პრემიერლიგიდან დაქვეითება ემუქრება

AutoSharing Option
პრემიერლიგის ასოციაციამ "მანჩესტერ სიტის" ფინანსური Fair Play-ს დარღვევების გამო ბრალდება წაუყენა და შესაძლოა, "ქალაქელებს" სატურნირო ცხრილში ქულები ჩამოაკლონ ან უმაღლესი დივიზიონიდან დააქვეითონ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 4 წლის წინ დაიწყო. BBC-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტის" ფინანსური მაქინაციები არა მხოლოდ ერთ წელს, არამედ ათვლას 2009/10 წლების სეზონიდან იწყებს.

The Times-ის ინფორმაციით, პეპ გვარდიოლას გუნდი გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში გადაწყვეტილებას ვერ გაასაჩივრებს.

"მანჩესტერ სიტი" ვერ გაასაჩივრებს პრემიერლიგის მიერ წარდგენილ რაიმენაირ სანქციას სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში, ისე, როგორც ეს UEFA-სთან მიმართებით გააკეთა. "სიტის", შესაძლოა, ქულები
მოაკლონ ან თუნდაც ლიგიდან დააქვეითონ იმ შემთხვევაში, თუ 100 წაყენებული ბრალდებიდან 50-ში მაინც დამნაშავედ ცნობენ" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ქალაქელები" მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და გათამაშების ლიდერ "არსენალს" 5 ქულით ჩამორჩება.

alt"მანჩესტერ სიტის" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს

alt"მანჩესტერ სიტი" ბელინგემის შეძენაში დარწმუნებულია

მკითხველის კომენტარები / 8 /
უფ, რა გაასწორა, არა მარტო სიტი, ბევრი კლუბი უნდა გაუყენონ ასეთ გზას. ეს გვარდიოლა, თუ სადმე ვინმე გაჩხაკუნდა, ყველას ყიდულობს ტიპი, ჰალანდი ხომ წაიყვანა, ასე მიჰყავს ყველა და მერე მაგარი ტრენერია. უნამუსო ვიყო, მიეცი ვთქვათ სანიოლს ან ცხადაძეს და გეგუჩაძეს ასეთი ფეხბურთელები და ნახავთ, თუ რა შედეგს დადებენ. კლოპიც მაგარია და გვარდიოლაც? მე არ მჯერა პეპეს სიმაგრის. მაგარია სპალეტი, კლოპი, გასპერინი.... სანამ მესი, ხავი და ინიესტა ჰყავდა კი იგებდა ყველაფერს. ახლა მოიგოს ლიგა თუ ბიჭია...
1
რა მიკვირს იცით დამნაშავეს ვინც კანონს არღვევს(პრეზიდენტი და მენეჯმენტი), არავინ სჯის, ისჯება ფეხბურთელები, ნაწვალებ ქულებს და ტიტულებს ართმევენ, ვინც ფულს აკეთებს იმას რჩება ყველაფერი, ჰა-ჰა, თანამდებობა დაკარგონ.
რრრ
12:28 07-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული