"მანჩესტერ სიტის" ქულების ჩამოკლება ან პრემიერლიგიდან დაქვეითება ემუქრება

AutoSharing Option
პრემიერლიგის ასოციაციამ "მანჩესტერ სიტის" ფინანსური Fair Play-ს დარღვევების გამო ბრალდება წაუყენა და შესაძლოა, "ქალაქელებს" სატურნირო ცხრილში ქულები ჩამოაკლონ ან უმაღლესი დივიზიონიდან დააქვეითონ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 4 წლის წინ დაიწყო. BBC-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტის" ფინანსური მაქინაციები არა მხოლოდ ერთ წელს, არამედ ათვლას 2009/10 წლების სეზონიდან იწყებს.

The Times-ის ინფორმაციით, პეპ გვარდიოლას გუნდი გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში გადაწყვეტილებას ვერ გაასაჩივრებს.

"მანჩესტერ სიტი" ვერ გაასაჩივრებს პრემიერლიგის მიერ წარდგენილ რაიმენაირ სანქციას სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში, ისე, როგორც ეს UEFA-სთან მიმართებით გააკეთა. "სიტის", შესაძლოა, ქულები
მოაკლონ ან თუნდაც ლიგიდან დააქვეითონ იმ შემთხვევაში, თუ 100 წაყენებული ბრალდებიდან 50-ში მაინც დამნაშავედ ცნობენ" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ქალაქელები" მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და გათამაშების ლიდერ "არსენალს" 5 ქულით ჩამორჩება.

alt"მანჩესტერ სიტის" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს

alt"მანჩესტერ სიტი" ბელინგემის შეძენაში დარწმუნებულია

მკითხველის კომენტარები / 8 /
ერთი რამ მაინტერესებს. პსჟ არ არღვევს ხო ფინანსურ ფეარ ფლეის??? მაგათზე მეტად ვინმე თუ არღვევს საერთოდ. მაგრამ პსჟ ს გარდა ყველას მიადგნენ. შეიხს უკან უნდა გაუკეთო იმ დარღვევების ჩამონათვალი რაც აქვთ.
მურთო
22:10 06-02-2023
3
ეხლა მრავლა შეიძლება დაწეროს ან/და იფიქროს, აფსუს, ხვიჩას გვარდიოლა ეპატიჟებოდაო. დამიჯერეთ, ხვიჩა ბრიტანეთში ისე არ გადავა, როგორც რონალდუ, მესი, კაკა, კანავარო, ოუენი (ერთადერთი ინგლისელი უახლოეს წარსულში, ვინც ოქროს ბურთი მოიპოვა!) რონალდინიო, რონალდო, ფიგუ, რივალდო, ზიდანი, ზამერი, ვეა, სტოიჩკოვი, ბაჯო, ბასტენი, პაპენი, მათეუსი, ბელანოვი, პლატინი, როსი, რუმინიგე არ გადავიდა. კიდევ როგორი მტკიცებულებაა საჭირო მავანმა გაიგოს ინგლისის პრემიერლიგის "სიძლიერე"? ინგლისში მხოლოდ დიდი ფინანსები ტრიალებს გამართული მენეჯმენტის ხარჯზე, რასაც ხარისხიან ფეხბურთთან კავშირი ნაკლებად აქვს. პლატინი უთქვამს, რომ ესპანეთი და იტალიაა ფეხბურთელისთვის პროფესიული საზომი და მე ამის 100%-ანი მჯერა.
ლაშა
22:11 06-02-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული