მორგანი - მუდრიკზე: მსოფლიოს ფეხბურთში ყველაზე ძვირად ღირებული ინდაური?

AutoSharing Option
პრემიერლიგის 22-ე ტურში, "ვესტ ჰემთან" ფრედ დასრულებულ მატჩში (1:1), "ჩელსის" ნახევარმცველმა მიხაილ მუდრიკმა 67 წუთი ითამაშა, კარში არ დაურტყამს და დრიბლინგი არ განუხორციელებია.

100 მილიონ ევროდ შეძენილმა ფეხბურთელმა ლონდონურ გუნდში ჩატარებულ მესამე შეხვედრაში თავი ვერაფრით გამოიჩინა და ინგლისელმა ჟურნალისტმა პირს მორგანმა დასცინა.

"მსოფლიოს ფეხბურთში ყველაზე ძვირად ღირებული ინდაური?", - დაწერა მორგანმა "ტვიტერზე".

მკითხველის კომენტარები / 33 /
კუდაბზიკა ინგლისელები... აბა რა ეგონათ?!
ერთი სული მაქვს თუ როდის შეხვდება ჩვენი ნაკრები უკრაინას და მოუგებს, ჯერ კი ნორვეგიის და ჰალანის ჯერია!
ვნახავთ ერთი რა ჩიტები არიან.
უმნიშვნელოვანესია საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდეს და შემდეგ საათივით აეწყობა ყველაფერი. მერე ნახეთ ჩვენი ფეხბურთელების წარმატებულ ევროპულ კლუბებში მიგრაცია!
ლაშა
21:26 11-02-2023
27
ახლად გადასული ბიჭია!რას ერჩის?სანამ შეეგუება,თითქმის ყველას უჭირს,ინგლისში თამაში.იმედი მაქვს,ეს ინდაური,მალე დაასკინტლებს,მაგ ენამწარე ჟურნალისტს.მართლაც ნიჭიერი ბიჭია და მაგისი შერცხვენა,ნამდვილად შეუძლია.
სოსო
23:10 11-02-2023
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული