მედისონი ლონდონში - "ტოტენჰემი" "სიტისა" და "ნიუკასლთან" ბრძოლაში ფავორიტია

AutoSharing Option
Football Insider-ი იუწყება, რომ ზაფხულში "ტოტენჰემი" "ლესტერის" 26 წლის ნახევარმცველ ჯეიმს მედისონისთვის ბრძოლაში ფავორიტი იქნება.

"მელიების" შუახაზელის დამატება "მანჩესტერ სიტისა" და "ნიუკასლსაც" სურთ, თუმცა ზემოთ აღნიშნული წყარო გვატყობინებს, რომ უპირატესობა "დეზებს" აქვს.

თავად მედისონს სურს, რომ ისეთ გუნდში გადავიდეს, სადაც პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. ფეხბურთელი "ლესტერის" წევრი 2018 წელს გახდა. მიმდინარე სეზონში მან პრემიერლიგის 17 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული