"მელიების" შუახაზელის დამატება "მანჩესტერ სიტისა" და "ნიუკასლსაც" სურთ, თუმცა ზემოთ აღნიშნული წყარო გვატყობინებს, რომ უპირატესობა "დეზებს" აქვს.
თავად მედისონს სურს, რომ ისეთ გუნდში გადავიდეს, სადაც პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. ფეხბურთელი "ლესტერის" წევრი 2018 წელს გახდა. მიმდინარე სეზონში მან პრემიერლიგის 17 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.