ლუის ენრიკე "ჩელსისთან" მოსალაპარაკებლად ლონდონში ჩავიდა

AutoSharing Option
90min-ის ცნობით, გადაყენებული მწვრთნელის, გრემ პოტერის იდეალურ შემცვლელად "ჩელსი" ესპანეთის ნაკრების ყოფილ თავკაცს, ლუის ენრიკეს მიიჩნევს.

გამოცემა იტყობინება, რომ ლუის ენრიკე "ჩელსისთან" მოსალაპარაკებლად ლონდონში ჩავიდა და სავარაუდოდ კონტრაქტს გაუფორმებენ.

ლუის ენრიკესთან ერთად იმყოფება მისი მეგობარი, ყოფილი ფეხბურთელი ივან დე ლა პენია.

შეგახსენებთ, ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მაროკოსთან დამარცხების შემდეგ დატოვა.

altმოურინიო შესაძლოა, "ჩელსის" მწვრთნელი მესამედ გახდეს

altლუის ენრიკემ, შესაძლოა, "ჩელსი" ჩაიბაროს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ალბათ მანდაც პატარა ბარსელონას შექმნის :დდ
Nika
18:27 05-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული