მატჩი "მანკუნიანელთა" უპირატესობით დაიწყო. რამდენიმე გაცუდებული მომენტის შემდეგ "წითელი ეშმაკების" ლიდერმა მარკუს რაშფორდმა ანტონის პასით ისარგებლა, საკუთარი გუნდი დააწინაურა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მეორე ნახევარში "ფუტკრებმა" არაერთი მომენტი შექმნა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა.
ამრიგად, "იუნაიტედი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 53 ქულით მე-4 ადგილს იკავებს. ტენ ჰაგის გუნდი მომდევნო მატჩს 8 აპრილს "ევერტონის" წინააღმდეგ გამართავს.
"ბრენტფორდი" 53 ქულით მე-9 ადგილზეა. ტომას ფრანკის გუნდი 8 აპრილს "ნიუკასლს" დაუპირისპირდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "სევილიას" წინააღმდეგ - ევროპა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია
"მანჩესტერმა" კეინი გამორიცხა - "იუნაიტედის" სამიზნე ეს ორი ფორვარდი იქნება