ფელიქსი, შესაძლოა, "სტემფორდ ბრიჯზე" დარჩეს - "ჩელსი" ფეხბურთელის გამოსყიდვას აპირებს

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ჩელსის" გუნდის ფორვარდის, ჟოაო ფელიქსის გამოსყიდვა სურს.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელი თავდამსხმელი ლონდონელებს "ატლეტიკოდან" ჰყავთ ნათხოვარი.

ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ფინანსური მოთხოვნები ექნება "როხიბლანკოს" და რას გადაწყვეტს "არისტოკრატთა" ახალი მწვრთნელი.

ფელიქსმა "ჩელსიში" გადასვლის შემდეგ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული