ხაბი ალონსომ შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბი ჩაიბაროს

AutoSharing Option
The Sun-ის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა, "ვესტ ჰემმა" გუნდის მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი დაითხოვოს.

თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ლონდონური გუნდის ჩაბარების მთავარი კანდიდატი ხაბი ალონსო იქნება, ვინაც ამჟამად ბუნდესლიგის ბინადარ "ლევერკუზენს" უდგას სათავეში და საქმეს საკმაო წარმატებითაც აკეთებს.

"ჩაქუჩები" ამჟამად პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან, ამავდროულად კი კონფერენს ლიგის ნახევარფინალში არიან გასულნი.

რაც შეეხება ალონსოს "ლევერკუზენს", "ფარმაცევტები" ევროპის ლიგის ნახევარფინალში იმყოფებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული