"ბრაიტონმა" "არსენალი" გაანადგურა - "სიტის" ჩემპიონობამდე მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერ ლიგის 36-ე ტურში "არსენალმა" "ბრაიტონს" უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

შეხვედრა "მეთოფეთა" უპირატესობით დაიწყო, თუმცა არტეტას გუნდმა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში კი მატჩის სურათი სრულად შეიცვალა. 51-ე წუთზე 18 წლის ხულიო ენსისომ "ბრაიტონი" დააწინაურა, 86-ე წუთზე კი ცვლილებაზე შემოსულმა დენიზ უნდავმა ყოფილი თანაგუნდელის, ლეანდრო ტროსარის შეცდომით ისარგებლა და სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

მატჩის ბოლო გოლოი პერვის ესტუპინიანმა გაიტანა.

ამრიგად, "მანჩესტერ სიტის" პრემიერ ლიგის ტიტულის ზედიზედ მესამედ მოგებამდე მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებთ. პეპ გვარდიოლას გუნდი მომდევნო ტურში "ჩელსის" დაუპირისპირდება.

"არსენალი" 81 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს, არტეტას გუნდი 20 მაისს "ნოტინგემ ფორესტს" ესტუმრება.

"ბრაიტონი" 58 ქულით მე-6 ადგილზეა, "თოლიები" 18 მაისს "ნიუკასლს" შეხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული