"ჩელსიში" ტუხელის გათავისუფლებას ნანობენ

AutoSharing Option
Daily Mail-ს ინფორმაციით, "ჩელსის" ხელმძღვანელობა გუნდის ყოფილი მწვრთნელის ტომას ტუხელის დათხოვნას ნანობს.

როგორც იცით, გერმანელი ლონდონური გუნდიდან სეზონის დასაწყისში გაათავისუფლეს, მის ნაცვლად გრემ პოტერი დანიშნეს, რომელმაც თავის მხრივ ამ თანამდეობაზე 7 თვეს იმუშავა.

ახლა "არისტოკრატებს" სეზონის ბოლომდე ფრენკ ლამპარდი ავარჯიშებს, შემდეგი სეზონიდან კი "სტემფროდ ბრიჯზე" მაურისიო პოჩეტინო იმუშავებს.

"ჩელსის" ბოსებს მიაჩნიათ, რომ ტუხელი ნაადრევად გაათავისუფლეს, სეზონის ბოლომდე უნდა ეცლიათ და ასეთ შემთხვევაში ასეთი მტკივნეული სეზონი არ იქნებოდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ოოჰჰ თქვეს ახალია ამბავი. ამ კაცს რომ გაუშვებ და პოტერს მოიყვან მეტის ღირსია ესეთი გუნდი. სატრანსფერო პოლიტიკაზეც ეტყობათ როგორია არეულია საერთოდ ყველაფერი. ვინც იყიდებოდა ყველა ამათმა იყიდეს, იმდენი არიან გასახდელში ვეღარ ეტევიან და ვინ როდის უნდა ათამაშონ ის ვერ გაურკვევიათ. პოტერი გაუშვეს და მოიყვანეს ლამპარდი დაა აეეეე ჩელსის ფანები უკვე ლიგის ფინალში გადიოდდნენ ისეთი ბედნიერები იყვნენ, ნეტა ის თუ ახსოვდათ ეს ლამპარდი როგორ გააგდეს ჯერ ჩელსიდან და მერე ევერტონიდან. ვინ ეგონათ საინტერესოა? არამგონია პოჩეტინიომ შეძლოს ესეთი არეული გუნდის დალაგება.
მურთო
15:36 15-05-2023
0

სიახლეები პოპულარული