"არსენალმა" 28 წლის ისლანდიელი მეკარე რუნარ რუნარსონი მესამედ გაუშვა იჯარით.
რუნარსონი "არსენალმა" 2020 წელს "დიჟონისგან" შეიძინა, ამის შემდეგ "ლევენსა" და "ალანიასპორში" ჰყავდა განათხოვრებული, ახლა კი უელსურ გუნდში გაუშვა.
"არსენალში" რუნარსონმა 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გასულ სეზონში მან თურქეთის სუპერლიგის 30 შეხვედრაში 54 გოლი გაუშვა.