This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
მატჩი "ქალაქელების" უპირატესობით დაიწყო და ერლინ ჰოლანის პასით ანგარიში ხულიან ალვარესმა გახსნა, გატანილი გოლიდან 2 წუთში ტიმ რიმმა სხვაობა აღადგინა. ტაიმის მიწურულს ნათან აკემ საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.
მეორე ნახევარში კი ერლინ ჰოლანის დრო დადგა, ნორვეგიელმა ფორვარდმა 3 გოლის გატანა მოახერხა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.
ამრიგად, 4-დან 4 მოგებით "სიტი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 1-ელ ადგილს იკავებს. პეპ გვარდიოლას გუნდი მორიგ მატჩს 16 სექტემბერს "ვესთ ჰემის" წინააღდეგ გამართავს.
"ფულემი" 4 ქულით მე-13 ადგილზეა. ლონდონელები 16 სექტემბერს "ლუტონს" შეხვდებიან.