სუპერმატჩი პრემიერლიგაში - "არსენალმა" "იუნაიტედი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-4 ტურის ცენტრალურ მატჩში "არსენალმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მარკუს რაშფორდმა გახსნა, გატანილი გოლიდან ერთ წუთში კი მარტინ ოდეგორმა სხვაობა აღადგინა.

მეორე ტაიმი "არსენალის" უპირატესობით წარიმართა, თუმცა 86-ე წუთზე, კონტრშეტევისას, ალეხანდრო გარნაჩომ გოლის გატანა მოახერხა, ეპიზოდი VAR-ზე შემოწმდა, რის შედეგადაც გოლი გაუქმდა.

თითქოს მატჩში აღარაფერი უნდა შეცვლილიყო, თუმცა 90+5 წუთზე დეკლან რაისმა "არსენალში" სადებიუტო გოლი გაიტანა, 3 წუთში კი გაბრიელ ჟესუსმა "იუნაიტედის" საჯარიმოში ულამაზესი ცრუმოძრაობით დიოგო დალო ჩამოიშორა და ანდრე ონანას კარი დალაშქრა.

ამრიგად, "არსენალი" სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. "მეთოფეები" მორიგ მატჩს 17 სექტემბერს "ევერტონის" წინააღმდეგ გამართავს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" 6 ქულით მე-11 ადგილზეა. "მანკუნიანელები" 16 სექტემბერს "ბრაიტონს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ მანჩესტერში ვისაც მოყავს ფეხბურთელი გარტყმაში არაა რა. უფრო წვრთნელის ბრალი არაა. გაგიგონია ტიპები ხარჯავენ მილიარდებს და შედეგი ნოლია. რაშფორდების იმედზე რო ხარ 10 წელია იმიტომაა მანიუს კარგად აქ საქმე.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
10:33 04-09-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული