"მე გუნდზე ზეწოლას ვახდენ და მათ მოთხოვნებს ვუყენებ, თუმცა ფეხბურთელები ადამიანები არიან, რობოტები არა. რატომ არ გამოსდით ისე თამაში, როგორც გვინდა? არ ვიცი, ამის გაგებას ვცდილობ, ვცდილობ გამოსავლის პოვნასა და ჩემი მოთამაშეების მოტივირებას," - თქვა ნიდერლანდელმა.
ტენ ჰაგის გაწვრთილმა გუნდმა ზედიზედ სამი თამაში წააგო. ბოლოს, მანჩესტერელები ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნის" წინააღმდეგ დამარცხდნენ (3:4). დღეს, 23 სექტემბერს, "იუნაიტედი" შინ "ბარნლის" შეხვდება.