პრემიერ ლიგის მე-8 ტურში "ბრაიტონმა" "ლივერპულს" უმასპინძლა, მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
ანგარიში მასპინძლებმა მე-20 წუთზე გახსნეს, ამის შემდეგ მოჰამედ სალაჰის 2 გოლი მოჰყვა, ეგვიპტელმა თავი მე-40 და 45+1 წუთებზე გამოიჩინა, საბოლოო შედეგი კი ლუის დანკმა დააფიქსირა.
ამრიგად, "ბრაიტონი" 16 ქულით მე-6 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს, "მანჩესტერ სიტისთან" გამართავს.
"ლივერპული" 17 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება, იმავე 21 ოქტომბერს კი "ევერტონს" შეხვდება.