გარდაიცვალა ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, სერ ბობი ჩარლტონი

AutoSharing Option
86 წლის ასაკში ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, სერ ბობი ჩარლტონი გარდაიცვალა.

ბობი ჩარლტონი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ერთ-ერთ უდიადეს ფეხბურთელად მიიჩნევა. 1956-1973 წლენში მან კლუბში 758 მატჩში 249 გოლი გაიტანა. "იუნაიტედთან" ერთად ბობი ჩარლტონი ინგლისის ჩემპიონი (სამჯერ), ინგლისის თასის და ინგლისის სუპერთასის (ოთხჯერ) გამარჯვებული გახდა. გადაიტანა მიუნხენის ტრაგედია და 10 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონთა თასი აღმართა. იქამდე არც ერთ ინგლისურ გუნდს ამ ტურნირზე გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული.

1966 წელს ინგლისის ნაკრებთან ერთად, რომლის ღირსებასაც მისი ძმა, "ლიდსის" ლეგენდა ჯეკი
იცავდა, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და იმავე წელს "ოქროს ბურთი" მოიპოვა. მუნდიალის ნახევარფინალში ლეგენდარული ეუსებიოს პორტუგალიასთან დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა. ეროვნულ გუნდში მან 106 მატჩში 49 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
სამწუხაროა,აგერ ბეკენბაუერიც 85-საა თითქმის და ცუდადაა,შვარცენეგერი,სტალონე 77-78 წლისები არიან.დრო გადის,დრო არავის ინდობს.სევდიანია ცხოვრება...
Master
22 ოქტომბერი 2023 23:52
2
უდიადესი ფეხბურთელი იყო. უდიდესია მისი წვლილი მანიუს და ნაკრების წარმატებებში. დარწმუნებული ვარ, პელესაც და ეუსებისაც თავაწეული შეხვდება ზეციურ სტადიონებზე
alexandre
22 ოქტომბერი 2023 19:11
2
არაფერი მსგავსი არ დამტკიცებულა. პირიქით, ფეზბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცომაა ეგ გოლი 1966-წლის ფინალში, ამას გეუბნები ინგლისის ნაკრების და ლივერპულის გულშემატკივრობის 30 წლიანი სტაჟით

ჩართე იუთუბზე და უყურე, ბურთს არ გადაუკვეთავს კარის ხაზი 100%-ით, ნახევარზე ოდნავ მეტით შევიდა. ხოლო ფეზბურთის წესი მარტივია, თუ ბურთმა თუნდაც 99%-ით გადალახა კარის ხაზი მაგრამ 1% მაინც ეხება ხაზს, გოლი არ არის. ასე რომ ეს იყო უდიდესი შეცდომა ამ დონის მატჩში. გაიტანდა თუ არა ინგლისი მეორე გოლსაც ამის შემდეგ, არავინ იცის. ფაქტის მიღებული გოლი მოწინააღმდეგეს დამატებით დროში, თანაც მსოიო ჩემპიონატის ფინალში, აუცილებლად აანერვიულებს და ამოაგდებს რითმიდან. ჩემთვის როგორც ინგლისის გულშემატკივრისთვის არ არის ეგ ჩემპიონოვა 100% სუფთა, მიუხედავად იმის რომ საოცარი გუნდი ჰყავდათ: გორდონ ბენქსი, ბობი მური, ჯეკ ჩარლტონი, ბობი ჩარლტონი, ალენ ბოლი, ჯწოფ ჰერსტი, ჯიმი გრივზი.
G.LA-ს
22 ოქტომბერი 2023 18:04
3
კაცი ლეგენდა ცხოვრებით და კარიერით! ავია კატასტროფას გადარჩენილმა დადგა ფეხზე და შექმნა ლეგენდარული კარიერა! რაც არ იყო ადვილი! ხალხი რომელთან ერთადაც თამაშობა და მეგობრობდა ყველანი დაეღუპა იმ ავია კატასტროფის დროს 1958 წლის 6 თებერვალს! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მკვდარი მანჩესტერ იუნაიტედი გააცოცხლა და გაუყენა ლეგენდარულ გზას!
ირაკლი
22 ოქტომბერი 2023 13:13
2
მანჩესტერი კარგი გუნდი გგონია მერე შეენ,
Kai erti
22 ოქტომბერი 2023 19:38
3
სომეხი მსაჯით გაჩემპიონებული ჯენტლმენი Sir ბობი ჩარლტონი. ინგლისი ძალით გააჩემპიონეს მაშინ "დედოფლის" დაკვეთით, პელეს და ბრაზილიის შურით მაგათ დასატორმუზებლად. ნუ ეხლა ცოდოა მოკვტა მაგრამ ყალბი ლეგენდა ყალბი ჩემპიონი. პელე დახვდება ზევით და რა პრეტენზიები ექნება ერთი როგორ გაუსწორებს თვალს დავინახავთ. ინგლისელი ლეგენდა მე ვიცი სტენლი მეთიუზი, მართლა ფეხბურთელი
Bodishi tqven gelit Zangisa.
22 ოქტომბერი 2023 11:14
24
გარდა იმისა რომ აზერი იყო ტოფიკა, ეგ მომენტი განხილვის დიდი თემა იყო ადრე, მაგრამ დამტკიცდა რომ ტოფიკ ბახრამოვი არ შემცდარა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ასე რომ ბობო ჩარლტონი ნამდვილი ჩემპიონი იყო.
G.LA
22 ოქტომბერი 2023 12:52
5
ტოფიკ ბაჰრამოვი აზერი იყო.
აზერი იყო
22 ოქტომბერი 2023 11:37
1
ძალიან გამორჩეული ადამიანი
22 ოქტომბერი 2023 10:24
2

სიახლეები პოპულარული