ბობი ჩარლტონი მოხუცთა თავშესაფარში მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

AutoSharing Option
86 წლის ბობი ჩარლტონი 21 ოქტომბერს გარდაიცვალა. BBC-ის ინფორმაციით, 1966 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი მოხუცთა თავშესაფარში მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. 

ჩარლტონი ნატსფორდში არსებულ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. აღნიშნულ დაწესებულებაში დემენციით დაავადებულ პაციენტებს უვლიან. ჩეშირის კორონერმა, გამოძიების შედეგად დაასკვნა, რომ სიკვდილი ბობის დაცემამ გამოიწვია. 

ყოფილმა ფეხბურთელმა წონასწორობა სკამიდან წამოდგომისას დაკარგა, ჯერ ფანჯრის რაფას დაეცა, შემდეგ - გამათბობელ რადიატორს. ვარდნის შედეგად, ჩარლტონს ნეკნები გაუტყდა, რამაც პნევმონია გამოიწვია. საბოლოოდ კი, შემთხვევიდან 5 დღეში ბობი გარდაიცვალა. 
მკითხველის კომენტარები / 11 /
აჯობებდა სხვა დემენციანი მომკვდარიყო)))
ნაცებს რაა?))
18:15 03-11-2023
3
ამ კაცს ან ოჯახი არ ყავდა ან ვინმე ახლობელი, რომ ოჯახურ პირობებში ეცოცხლა სიკვდილამდე? ან სერის ტიტული რად უნდა ან რაინდის, როცა თავშესაფარში გყავს ასეთი პირვნება. გასაგებია უმაღლეს დონეზე ექნებოდა ყველაფერი , მაგრამ ოჯახური გარემო ოჯახური გარემოა. ასე უპატრონოდ და ოჯახის გარეშე სიკვდილისთვის ცოდოა მე მგონი ამ დონის ადამიანი. ვისაც მართლა არავინ ყავს და არც ცნობილია იმ საცოდავებს რა ეშველებათ აბა. ნორმალური ოჯახზე დიდი ჯილდო და ტიტული არ არსებობს ქვეყანაზე სხვა ყველაფერი დროებითია.
ფუი ინგლისს
09:33 03-11-2023
2

სიახლეები პოპულარული