"ტოტენჰემმა" "ფულემი" დაამარცხა და ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის მე-9 ტურში "ტოტენჰემმა" "ფულემს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში, 36-ე წუთზე, ჰონგ მინ სონმა ანგარიში გახსნა, 54-ე წუთზე კი იმავე სონის გადაცემით ჯეიმს მედისონმა ისარგებლა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამრიგად, 9 ტურის შემდეგ "ტოტენჰემი" 23 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, მეორე და მესამეადგილოსან "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალს" კი 2-2 ქულით უსწრებს. მომდევნო შეხვედრას 27 ოქტომბერს, "კრისტალ პალასთან" გამართავს.

"ფულემი" 11 ქულით მე-13 პოზიციაზე იმყოფება, 29 ოქტომბერს კი "ბრაიტონს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული