ბობი ჩარლტონი მოხუცთა თავშესაფარში მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

AutoSharing Option
86 წლის ბობი ჩარლტონი 21 ოქტომბერს გარდაიცვალა. BBC-ის ინფორმაციით, 1966 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი მოხუცთა თავშესაფარში მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. 

ჩარლტონი ნატსფორდში არსებულ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. აღნიშნულ დაწესებულებაში დემენციით დაავადებულ პაციენტებს უვლიან. ჩეშირის კორონერმა, გამოძიების შედეგად დაასკვნა, რომ სიკვდილი ბობის დაცემამ გამოიწვია. 

ყოფილმა ფეხბურთელმა წონასწორობა სკამიდან წამოდგომისას დაკარგა, ჯერ ფანჯრის რაფას დაეცა, შემდეგ - გამათბობელ რადიატორს. ვარდნის შედეგად, ჩარლტონს ნეკნები გაუტყდა, რამაც პნევმონია გამოიწვია. საბოლოოდ კი, შემთხვევიდან 5 დღეში ბობი გარდაიცვალა. 
მკითხველის კომენტარები / 11 /
რა არის სიბერე!!!! მსოფლიოს აზანზარებ და მერე სკამიდან ვეღარ დგები ადამიანი
მეგრელი
21:58 02-11-2023
0
ბობი ჩარლტონი 1966 წლის ინგლისის მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისელთა გაჩემპიონების ერთ-ერთი ძირითადი შემოქმედი და ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ამიტომ ასეთი კორიფეები სახელმწიფოს დაცვის ქვეშ უნდა იყვნონ. თუმცა რაღა შორს მივდივართ, ცხონებულ ვიქტორ სანაევს 1000 დოლარიანი სამსახური საქართველოში ვერ ვუშოვეთ და ამისთვის ავსტრალიაში გადაიხვეწა. სირცხვილი ჩვენს ყველა ხელისუფლებას, ინგლისის ხელისუფლებასთან ერთად.
ჟორა გაბრიჭიძე
21:51 02-11-2023
2

სიახლეები პოპულარული