"ბრაიტონში" იჯარით გაშვებულ 21 წლის ნახევარმცველ ანსუ ფატის "ბარსელონაში" დაბრუნება სურს, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".
ფატი მიიჩნევს, რომ "ბარსას" შემტევები ამ სეზონში სათანადო ფორმაში არ არიან და ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვებას შეძლებს.
ფატის "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, კლუბს კი მისი 30 მილიონ ევროდ გაყიდვა უნდა. თავად ფეხბურთელი ამის წინააღმდეგია და "ბარსაში" მინიმუმ ერთი წელი თამაშს აპირებს.
მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 13 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.