"ასტონ ვილამ" "სიტი" დაამარცხა და მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-15 ტურში "ასტონ ვილამ" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. 

მასპინძელთა შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი ლეონ ბაილიმ 74-ე წუთზე გაიტანა. 

ზოგადად შეხვედრა უნაი ემერის შეგირდების სრული უპირატესობით წარიმართა, რაშიც კარის მიმართულებით 22 დარტყმა ამტკიცებს, პეპის გუნდმა კი დარტყმა სულ რაღაც 2-ჯერ სცადა. 

"ასტონ ვილა" 32 ქულით მე-3 ადგილზე გადავიდა, მომდევნო მატჩს კი 9 დეკემბერს, "არსენალთან" გამართავს. 

"სიტის" 30 ქულა აქვს და მე-4 პოზიციას იკავებს. 10 დეკემბერს "ქალაქელები" "ლუტონს" ესტუმრებიან.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არადა წელსაც ლიგის მოგების მთავარი კანდიდატია
მურთო
13:43 07-12-2023
1
კაია კაი...ნუ სიტი 20 ქულით რო იყოს უკან (გამონაკლისი ლივერპულია) ისეთი ფარჩაკია ეს ჩვენი დოღლიგა მაინც ჩემპიონი გახდება,მარა კარგი ის არის მუდამ ლუზერი ტოტენჰემი თავის ადგილს უბრუნდება სადღაც ათელში ევროტურნირების გარეშე....ეს უკვე კარგია...
ავლიპ ზურაბიშვილი
09:55 08-12-2023
2

სიახლეები პოპულარული