ლონდონის ერთი გუნდიდან მეორეში - რამსდეილს ვარიანტები გამოუჩნდა

AutoSharing Option
talkSPORT-ის ინფორმაციით, "ჩელსის" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე "არსენალის" მეკარის, აარონ რამსდეილის დამატება სურს.

"არისტოკრატების" ძირითადმა კიპერმა რობერტ სანჩესმა ტრავმა მიიღო და ლონდონელთა მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს სურს, რომ მისი სრულფასოვანი შემცვლელი დაიმატოს.

რამსდეილის თავის რიგებში ხილვით დაინტერესებული "ნიუკასლიცაა". "არსენალი" კი კიპერის გაშვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მის შემცვლელს მოიძიებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული