![](https://sportall.ge/pictures/image5/1d18e577ad18df5611d008b8ea64d891.jpg)
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჩვენებურის კლუბი გასულ თვეში ჩაიბარა და აქამდე დროებითი დამრიგებლის სტატუსი ჰქონდა.
მისი ხელმძღვანელობით, "უოტფორდმა" 7 შეხვედრიდან 1 მოიგო, 5 ფრე ითამაშა და 1 მარცხი განიცადა.
კლევერლიმ კარიერა გასულ ზაფხულს ტრავმების გამო დაასრულა. ის "უოტფორდის" 18-წლამდელთა გუნდის დამრიგებელი გახლდათ.