კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ ნახევარმცველების - ვლადიმერ ბრაჟკოს (კიევის დინამო) და გეორგი სუდაკოვის (შახტარი) სათამაშო დონე შეაფასა:
"მაღალი კლასის ფეხბურთელები არ გვყავს! ჩემი აზრით, ნომერ პირველი ბრაჟკოა. ის პირველი წავა საზღვარგარეთ. კარგი მონაცემები აქვს: ბურთის ართმევა, მოედნის ხედვა, გადაცემები და შესანიშნავი დარტყმა. მეორე ასეთი ფეხბურთელი უკრაინის ჩემპიონატში არ არის.
სუდაკოვი? ის ჩემზე შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. შრომისუნარიანია, მაგრამ ართმევაზე კარგად ვერ მუშაობს. მასზე ბევრს წერენ, თუმცა "შახტარში" მიეჩვივნენ ძვირად გასაყიდად საკუთარი ფეხბურთელების მიმართ ინტერესის გაზრდას, როგორც
ეს მუდრიკის შემთხვევაში მოხდა. მუდრიკის შემდეგ ჩვენს ფეხბურთელებს აღარ ყიდულობენ. მან "ჩელსიში" ასპარეზობით ჩვენს მოთამაშეებს ანტირეკლამა გაუკეთა.
მე საერთოდ არ მესმის, ლონდონური კლუბი მას არ აკვირდებოდა?! რა უნარები დაინახეს მუდრიკში? სისწრაფის გარდა, არაფერი არ აქვს! მეტოქეებმა შეისწავლეს და დაზღვევით აჩერებენ. ერთი-ერთზე უკვე არავინ ეთამაშება. ამიტომ პრემიერლიგაში არაფრის გაკეთება არ შეუძლია, გადაფასებულია".