32 წლის ნახევარმცველმა ჟორჟინიომ "ნაპოლიში" დაბრუნება გადაიფიქრა და "არსენალში" დარჩება, - იტყობინება The Athletic-ი.
გამოცემის ცნობით, ჟორჟინიო შეთავაზებას დათანხმდა და "არსენალთან" ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს გააგრძელებს.
ამ სეზონში მან პრემიერლიგის 23 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.