
იტალიის ნაკრების 32 წლის ნახევარმცველ ჟორჟინიოს "არსენალთან" კონტრაქტი უმთავრდება და შეიძლება "ნაპოლიში" დაბრუნდეს, - იტყობინება ჟურნალისტი ეკრემ კონური.
ჟორჟინიოს აგრეთვე ინგლისის, თურქეთის და საუდის არაბეთის კლუბები ეპატიჟებიან.
ჟორჟინიო "არსენალში" გასული წლის იანვარში გადავიდა, ამ სეზონში ყველა ტურნირზე 23 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი სატრანსფერო ფასი კი 15 მილიონი ევროა.
ის ნეაპოლურ გუნდში 2014-2018 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი "ჩელსიმ" 57 მილიონ ევროდ შეიძინა.