მაკენა "მანჩესტერ იუნაიტედს" ელოდება - მწვრთნელი ჯერ სხვა ვარიანტებს არ განიხილავს

AutoSharing Option
The Times-ის ინფორმაციით, "იფსვიჩის" დამრიგებელ კირან მაკკენას "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარება სურს და ჯერჯერობით სხვა ვარიანტების განხილვისგან თავს იკავებს.

38 წლის სპეციალისტის სამსახურით ასევე პრემიერ ლიგის გუნდები "ბრაიტონი" და ლონდონის "ჩელსიც" ინტერესდებიან.

თავის მხრივ, დიდია ალბათობა, რომ დღეს გასამართი ინგლისის FA CUP-ის ფინალის შემდეგ, სადაც "წითელი ეშმაკები" თანაქალაქელ "სიტის" დაუპირისპირდებიან, "მანჩესტერის" ამჟამინდელ დამრიგებელ ერიკ ტენ ჰაგს გადააყენებენ.

რაც შეეხება მაკკენას, ის "ოლდ ტრაფორდზე" 2018/21-წლებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად უკვე მუშაობდა, რის შემდეგაც "იფსვიჩს" მიაშურა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული