ოფიციალურად: "სიტიმ" ახალი შემტევი დაიმატა

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა "სიტიმ" ოფიციალურად გვაუწყა, რომ გუნდმა 20 წლის ბრაზიელი შემტევი სავიო დაიმატა და მას კონტრაქტი 2029 წლამდე გაუფორმა. ტრანსფერის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ფეხბურთელი ფრანგული "ტრუას" საკუთრება იყო და გასული სეზონი "ჟირონაში" იჯარით გაატარა, სადაც 37 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

2024 წლის მარტში სავიოს ბრაზილიის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, სადაც "სელესაომ" "უემბლიზე" ინგლისი 1:0 დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული