დე ბრუინის საუდის არაბეთში გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია

AutoSharing Option
Manchester Evening News-ის ინფორმაციით, "სიტის" ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი კარიერას საუდის არაბეთის კლუბ "ალ იტიჰადში" განაგრძობს.

33 წლის ბელგიელმა და მისმა ახალმა გუნდმა პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს. ახლა მანჩესტერელები არაბულ მხარესთან სატრანსფერო თანხაზე უნდა შეთანხმდნენ.

დე ბრუინს "სიტისთან" მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და მის სატრანსფერო ღირებულებად 50 მილიონი ევრო სახელდება.

გასულ სეზონში მან ჯამში "ქალაქელთა" ფორმა 26 შეხვედრაში მოირგო, სადაც 6 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს ეხლა რეალში უნდა მიყავდეთ წესით. ბარსელონასაც დაამშვენებდა
3
ისე ერთი ორი სეზონი კიდევ როგორ ვერ ითამაშებდა უმაღლეს დონეზე, მაგრამ ფული ბაბაია ფული, რომელიც ისედაც არ აკლია.ამიტომ ვცემ უდიდეს პატივს ლუკა მოდრიჩს და ტონი კროსს.
მამუკა
16:02 22-07-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული