"ჩელსი" 22 წლის მეკარის შეძენასთანაა ახლოს და ამით ლონდონურ გუნდში მამარდაშვილის ტრანსფერი გამოირიცხება

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ჩელსის" "ვილიარეალის" 22 წლის მეკარე ფილიპ იორგენსენის შეძენა სურს და ესპანურ გუნდთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებს.

ლონდონელები მზად არიან, ახალგაზრდა კარის დარაჯის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გაიღონ. "სტემფორდ ბრიჯზე" გადაბარგებით დაინტერესებული თავად "ყვითელი წყალქვეშა ნავის" კიპერიცაა.

ჩვენთვის ეს ყოველივე განსაკუთრებით საინტერესო კიდევ იმითაა, რომ "ჩელსის" "ვალენსიასა" და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილის სახელსაც უკავშირებდნენ, თუმცა, თუ ზემოთ აღნიშნული გარიგება შედგა, ჩვენებურის გადაბარგება "სტემფორდ ბრიჯზე" შეუძლებელი გახდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კეპა არიზაბალაგა არის ჩელსის საკუთრება რად უნდათ მეკარე?..მაგრამ ნოიერი უკვე დაბერდა ბევრ შეცდომას უშვებს ჯობია ბაიერნმა იყიდოს თუ უნდა რამის მიღწევა თან ფინალი მიუნხენშია
გიო
18:43 24-07-2024
0
45 მლ-ნი არაა!! როგორც ვხედავ აქ საკუთარი ბუღალტერია გაქვთ და ამ მილონებს ისე აფრიალებთ უპრაგონოდ ვითომ ნინიას ბაღი იყოს, საიდან მოგაქვთ ეს ზღაპრები, აქ საფეხბურთო ბიზნესი უმეტესობას მართლა ზღაპარი გონია ბოლო აუცილებლად კეთილი რომ იყოს ყველა შემთხვევაში. საკმარისია ამ ბოლო დროს რაიმე მეკარის ნიუსი გავცელდეს გამორიცხულია ეგრევე მამარდა არ იყოს ჩაკვეტებული, არა და ის ჯერ კიდევ დამწყებ მეკარედ ითვლება ევროპული სერიოზული კლუბებისთვის,მეკარეს რომელსაც ჯერ არც ერთი თამაში არ ჩაუტარებია ევროტურნირებზე ეგრევე ძირითად მეკარედ შეიძინოს თუნდაც ატლეტიკოს დონის გუნდმა ძალიან სათუოა, კი ქონდა ევროზე თითქმის გიჟური თამაში,მაგრამ 4 თამაში 8 გოლი რომ გაუტანეს და კიდევ 3 ვარმა გაუქმა ესეც ძალიან ბევრია და ფაქტია, ამასთან პირველი ორი გოლი ლამის ბოსფორიდან გაუტანეს თურქმა შემტევებმა, ასე რომ 45-50 მლ-ნს ისე გადაიხდის ვინმე მამარდაში,როგორც კვარაში გადაიხადეს 130 მლ-ნი, გასული სეზონი ხომ კვარას კონტრაქტის,ხელფასის, სატრასფერო ფასისა და მისი მსურველი სუპერკლუბების მარჩიელობაში გავატარეთ, გამოვიდა თუ არა ტყუილად წყლის ნაყვა..გაიგეთ რომ აღარ იხდიან კლუბები ამხელა თანხებს ასე უაზროდ, აგერ ოსიმენას არ გამოუჩნდა მსურველი 130 მლ-ად, რომელმაც ნაპოლის შემადგენლობაში სამ სეზონში 131 მატჩში 88 გოლი შეაგდო, შედარებისთვის- კვარამ ორ სეზონში 88 თამაში ითამაშა და სულ 25 გოლის გატანა მოახერხა....ისე კარგია ხვიჩას შესახებ რაღაც ტრანსფერებზე საუბრები რომ შეწყდა, იქნებ ცოტა მოიხოდოს..............
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული