ფელიქსს "ჩელსიში" გადასვლა ძალიან სურს და ხელფასის შემცირებაზე თანახმაა

AutoSharing Option
The Telegraph-ის თანახმად, "ატლეტიკოს" ფორვარდ ჟოაო ფელიქსს "ჩელსიში" გადასვლა ძალიან სურს და მზად არის, ამისთვის ხელფასის შემცირებასაც დასთანხმდეს, რათა ლონდონელთა ხარჯების სტრუქტურაში მოხვდეს.

თავის მხრივ, "არისტოკრატები" მადრიდელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს.

ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი "როხიბლანკოსთან" 2029 წლის 30 ივნისამდეა. Transfermarkt-ი მას 30 მილიონ ევროდ აფასებს.

გასულ სეზონში ჟოაო ფელიქსმა "ბარსელონაში" იჯარის დროს 44 მატჩი ჩაატარა, ათი გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ის "ჩელსიში" 2023/24-წლების სეზონის მეორე ნახევარშიც იყო განათხოვრებული, რა დროშიც 16 პრემიერ ლიგურ შეხვედრაში
4 გოლი შეაგდო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული