ჩილველი შესაძლოა, პრემიერ ლიგის კიდევ ერთ გრანდში გადავიდეს

AutoSharing Option
Talksport-ის ინფორმაციით, "ჩელსის" მცველი ბენ ჩილველი შესაძლოა, პრემიერ ლიგის კიდევ ერთ გრანდში გადავიდეს და "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებს შეუერთდეს.

ლონდონელების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ ინგლისელ უკანახაზელს უკვე უთხრა, რომ ახალი გუნდი მოძებნოს, "წითელ ეშმაკებს" კი დაცვის ფლანგზე ტაირელ მალასიასა და ლუკ შოუს ტრავმების გამო მუდმივი პრობლემები აქვთ.

ჩილველის სატრანსფერო ღირებულებად 28 მილიონი ევრო სახელდება. ის "ჩელსის" წევრი 2020 წლიდანაა, რა დროშიც 106 შეხვედრაში 9 გოლითა და 12 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული