მამარდაშვილის შემდეგ კიეზაც - ფედერიკო კარიერას "ლივერპულში" განაგრძობს

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 26 წლის ვინგერი ფედერიკო კიეზა კარიერას "ლივერპულში" განაგრძობს.

"მერსისაიდელები" გამოცდილი შემტევის სანაცვლოდ "იუვენტუსს" 13 მილიონ ევროს გადაუხდიან და ფეხბურთელს 4-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ. იტალიელი სეზონურად 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

კიეზა უკვე გაემგზავრა ინგლისში, სადაც დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.

"თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ და ჩემი კარიერის ახალი გამოწევევისთვის მზად ვარ! მინდა, "იუვენტუსის" ყველა ფანს დიდი მადლობა გადავუხადო", - თქვა კიეზამ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვერ გავიგე რად უნდათ კიეზა.გაკპო და დარვინ ნუნიესი ვერ ხვდებიან ძირითადში,ყავთ სალაჰი,ჟოტა,დიასი...ამდენი შემტევი რავიცი...
Master
19:50 28-08-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული