პორნოვარსკვლავის ფრაზა სოციალურ ქსელში - მუდრიკი სახალისო ინციდენტში გაეხვია

AutoSharing Option
"ჩელსისა" და უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი მიხაილო მუდრიკი სასაცილო და უსიამოვნო სიტუაციაში გაეხვია.

მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ციტატა, რომელიც ცნობილ ავსტრალიელ პორნოვარსკვლავს, ანჯელა ვაითს ეკუთვნის.

"თუ არასწორი გადაწყვეტილების მიღება გინდა, ყველას აზრი მოისმინე", - წერია ციტატაში.

Sportall.Ge

როგორც ჩანს, ფეხბურთელმა არ იცოდა, ვის ეკუთვნოდა ეს ციტატა, რადგან კომენტარების წაკითხვისა და სიტუაციაში გარკვევის მერე ეს ფოტო მისი Instagram-გვერდიდან მალევე გაქრა.

ანჯელა ვაითი ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობია ამ ჟანრში. ის 2020 წელს ზრდასრულთა ვიდეოინდუსტრიის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ვაითი ქალთა შორის როლის საუკეთესოდ
შესრულებისთვის დაჯილდოებაზე სამგზის გამარჯვებულია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ანჯელას ბებია ჯერ დაბადებული არ იყო, ეს ფრაზა რომ არსებობდა.
Aurelio
18:07 03-09-2024
0
ჰაჰაჰა ეს ფრაზა მეც ბევრჯელ მაქვს მოსმენილი მარა მართლა ვაითის თუ იყო არც მე არ ვიცოდი :D
გივი
16:22 03-09-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული