უცნაური ფაქტი ინგლისში, "ბოლტონის" ფორვარდმა ტრავმა დაცემინებისას მიიღო - ყველაფერი ასე მოხდა...

AutoSharing Option
BBC საკმაოდ უცნაური ამბის შესახებ გვამცნობს და წერს, რომ ინგლისის ლიგა 1-ის ბინადარი "ბოლტონის" ფორვარდმა, 26 წლის ნიგერიელმა ვიქტორ ადებოიჯომ, ტრავმა დაცემინების დროს მიიღო.

ფეხბურთელმა EFL Trophy-ს შეხვედრა გამოტოვა, რომელიც მისმა გუნდმა გასვლაზე "ბაროუსთან" 3:2 მოიგო.

მატჩის დასრულების შემდეგ "ბოლტონის" მთავარ მწვრთნელ იან ევანტს ჟურნალისტებთან ნიგერიელის უქმობის მიზეზის განმარტება მოუწია.

"ადებოიჯომ ტრავმა ძლიერი დაცემინების დროს მიიღო. მან იგრძნო ცოტა ბზარი ნეკნებს შორის და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ ხრტილოვანი ან კუნთოვანი პრობლემაა, მაგრამ სკანირებას უნდა დავაკვირდეთ.

არ ვიცი, გჯერათ თუ
არა, მაგრამ დაცემინების გამო მას ზურგის უსიამოვნო ტრავმა აწუხებდა", - ციტირებს ევანტს BBC.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ტრავმა თავისუფლად შეიძლება გაზმორვის ან დამთქნარების დროსაც მიიღო
ჯიჯი
19:31 06-09-2024
0
საერთოდ არაფერია უცნაური.. ჩვეულებრივი ფაქტია, შეიძლება იშვიათი მაგრამ არა უცნაური.
0

სიახლეები პოპულარული