ბენტანკურს სონზე ხუმრობის გამო ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" ნახევარმცველ როდრიგო ბენტანკურს თავის თანაგუნდელ ჰონ-მინ სონზე ხუმრობის გამო 6-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.

27 წლის ურუგვაელის საქმეს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია განიხილავს, რომელიც ფეხბურთელს ბრალს რასისტულ გამონათქვამში სდებს.

ბენტანკურს ამ ზაფხულს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სთხოვა, რომ სონის მაისური ეჩუქებინა, რაზეც ფეხბურთელმა უპასუხა, რომ ეს არა სონის, არამედ შესაძლოა, ბიძაშვილის მაისური იყო, რადგან ისინი ყველანი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.

ბენტანკურს ბრალად ედება მედიასთან ურთიერთობისას არასათანადო ქცევა, რადგან მან გამოიყენა შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული ენა.

ნახევარმცველს ბრალდებებზე პასუხის გასაცემად ვადა 19 სექტემბრამდე აქვს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზედმეტიც არ შეიძლება რა.მოსულია თანაგუნდელებში ეტყობა მასეთი ხუმრობა და რა მოხდა მაგით?ე.ი თუ ჩინელი დავინახე არ უნდა მივხვდე და ორჭოფულად ვიკითხო ან სენეგალელი ან შვედი ან ქართველი ან სომეხი ან აზერბაიჯანელი ხომ არ არის?მე პირადად ძალიან გამეხარდება უცხომ რომ მკითხოს ქართველი ხომ არ ხარ ძალიან გავხართ ერთმანეთსო
გოჩა
20:03 13-09-2024
1
გია დანელიას "მიმინო"-დან ასეთი კადრები ამოჭრეს - ვალიკოს და რუბიკას სასტუმროს ლიფტში იაპონელები დაემგზავრებიან და ერთი იაპონელი გადაულაპარაკებს მეორეს - ეს რუსები როგორ ყველა ერთმანეთს გავს...
დდდ
18:09 13-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული