სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად დასაბრუნებლად მზადაა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა მზადყოფნა გამოთქვა, "წითელი ეშმაკების" დამრიგებელი კიდევ ერთხელ გახდეს.

მოგეხსენებათ, ბოლოდროინდელი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო "ოლდ ტრაფორდზე" ამჟამინდელ მენეჯერ ერიკ ტენ ჰაგს სკამი გვარიანად აქვს შერყეული.

"თუ ოჯახი გეძახის, კვირის ყოველ დღეს თანხმობა უნდა განაცხადო. არასწორად მეჩვენება საუბარი სამუშაოზე, რომელიც სხვა ადამიანებს ეკუთვნის, მაგრამ მე ვამბობ - "დიახ", - ციტირებს სოლსკიაერს Sky Sports-ი.

ინფორმაციისთვის, სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედს" 3 წლის განმავლობაში ავარჯიშებდა, მაგრამ 2021 წლის ნოემბერში დაითხოვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული