კატალონიური "სპორტის" ცნობით, "მანჩესტერ სიტი" ისევ დაინტერესდა "რეალის" 23 წლის თავდამსხმელ როდრიგოთი.
ინგლისური კლუბი მზადაა ბრაზილიელში 150 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა არაა გამორიცხული, მოლაპარაკებისას სატრანსფერო თანხა 170 მილიონამდე გაიზარდოს.
თავად როდრიგო "რეალში" კილიან მბაპეს გადასვლის შემდეგ გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს. მისი სატრანსფერო ფასი 110 მილიონია, გამოსასყიდი 1 მილიარდი, ამ სეზონში კი 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.