11:29 24-11-2024
ასე დასცინეს გვარდიოლას "ტოტენჰემის" ფანებმა - გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა [VIDEO]
AutoSharing Option
მანჩესტერელებმა ყველა ტურნირზე ერთად ზედიზედ 5 შეხვედრა ბოლოს 18 წლის წინ წააგეს. უშუალოდ გუნდის დამრიგებელმა პეპ გვარიდოლამ კი ანტი-რეკორდი დაამყარა, რადგან ესპანელს თავის სამწვრთნელო კარიერაში მიჯრით ამდენი მარცხი არასდროს ქონია.
რა თქმა უნდა, მანჩესტერულ გუნდში პეპის განთავისუფლებაზე ჯერჯერობით არავინ ფიქრობს და თანაც, გუნდმა რამდენიმე დღის წინ ესპანელს კონტრაქტი 2027 წლამდე გაუხანგლძრივა, მაგრამ "ტოტენჰემის" ფანებმა მომენტით ისარგებლეს და გვარდიოლას ცნობილი შეძახილით "ხვალ დილაზე გაგათავისუფლებენ" დასცინეს.
აღსანიშნავია, რომ "სიტი" პრემიერ ლიგის ლიდერ "ლივერპულს" 5 ქულით ჩამორჩება. არნე სლოტის გუნდს ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული და თუ დღეს გასვლაზე "საუთჰემპტონს" ძლევს სხვაობას 8 ქულამდე გაზრდის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული