მამარდაშვილს კონკურენტი აკლდება? - კელეჰერი შესაძლოა, "ლივერპულიდან" წავიდეს, მაგრამ კვლავ პრემიერ ლიგაში დარჩეს

AutoSharing Option
Football Insider-ის ინფორმაციით, "ტოტენჰემი" "ლივერპულის" 26 წლის მეკარის კაომინ კელეჰერის შეძენას გეგმავს. ლონდონელები მზად არიან, "მერსისაიდელებს" შეთავაზება მომდენო სატრანსფერო ფანჯარაზე გაუკეთონ.

თავის მხრივ, ირლანდიელის გაყიდვის წინააღმდეგი "ენფილდის" ბინადარი გუნდი არ უნდა იყოს, რადგან კლუბში ზაფხულში გიორგი მამარდაშვილი მოვა და კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება.

თავის მხრივ, "ლივერპულიდან" აბარგების წინააღმდეგი არც კელეჰერია, რომელსაც ისეთ გუნდში სურს ასპარეზობა, სადაც ძირითადი კიპერი იქნება. მიმდინარე სეზონში ალისონის ტრავმის გამო ირლანდიელმა ჯამში 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული